English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 2 ∘ მარიამ კენჭოშვილი
ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა - საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის თვისობრივი სიახლე

მოცემულ სტატიაში გაანალიზებულია როგორც საქართველოს, ისე მსოფლიო ეკონომიკის აქტუალური გამოწვევა - ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა და მისი აქტუალობის საკითხი. განსაკუთრებული ყურადღება კი გამახვილებულია ეკონომიკის ინკლუზიური ზრდის მოდელზე, როგორც საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის - საქართველო 2020-ის მთავარ თვისობრივ სიახლეზე და მისი მიღწევის მდგომარეობაზე, შედეგების მისაღწევად გადადგმულ გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებულ ღონისძიებებსა და მათ შესაბამისობაზე სტარატეგიაში ასახულ მიზნებთან.

სტატიაში განხილულია მსოფლიო ეკონომიკურ რეალობაში ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის შესახებ ალტერნატიული ხედვები და მივიჩნევთ, რომ საქართველოს სოციალურ-ეკონომიური განვითარების სტრატეგია საქართველო 2020 კლასიკური არგუმენტებით, სწორ აქცენტს აკეთებს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდაზე, რომლის მიზანიც  სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევაა, მაღალი და ეფექტიანი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, თუმცა არა კაუზალური კავშირის საფუძველზე.

სტატიაში მოცემულია საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ სტატისტიკური და ანალიტიკური ინფორმაცია, დამუშავებულია საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევები და პუბლიკაციები ეკონომიკის ინკლუზიურობის დონის, გლობალური კონკურენტუნარიანობის დონის და გლობალური უთანაბრობის მიმართულებით. გაანალიზებულია მათში საქართველოს პოზიციონირების გამომწვევი მიზეზები და დასახული გზები მათი გაუმჯობესებისათვის.

სტატიაში შერჩევითობის პრინციპით გაანალიზებულია საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური სტრატეგიის სამ კრიტიკულ პრობლემათაგან ერთ-ერთის - კერძო სექტორის დაბალი კონკურენტუნარიანობის დასაძლევად მეწარმეობის განვითარების სახელმწიფო მხარდაჭერის მიმართულებით ჩატარებული ღონისძიებები,  გამოვლენილია  საქმიანობის შედეგების ეფექტიანობის მიმართულებით მთავარი გამოწვევები და დასახულია მათი გაუმჯობესების გზები, ასევე სტატიაში ხაზგასმულია სახელმწიფოს მხრიდან გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების აუცილებლობა მოსახლეობის წინაშე  ინკლუზიურობის პოლიტიკის შემუშავებისა თუ მისი შეფასების  პროცესში და გამოთქმულია მოსაზრება, რომ ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში, ვერც „აწარმოე საქართველოში“- პროგრამის გავლენაა პირდაპირი მოსახლეობის ღარიბ ფენებზე და ვერც ინკლუზიურობის კომპონენტის გაძლიერად ჩაითვლება ზემოაღნიშნული პროგრამა, რადგან მოცემული პროგრამით სარგებლობა მოითხოვს ადამიანისგან ისეთი უნარების ფლობას, რომელიც მოსახლეობის  რეალურად ღარიბ მოსახლეობას არ გააჩნია.

სტატიაში განხილულია რეალური ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებები და ხაზგასმულია, რომ ინკლუზიური ზრდა ვერ მიიღწევა 5 ან 10 წელიწადში. ადეკვატური ანალიზის საფუძველზე გაკეთებულია დასკვნა, რომ საქართველოს ეკონომიკის წინაშე არსებული  გამოწვევების საპასუხოდ და რეალური და ეფექტიანი შედეგისთვის სახელმწიფომ სტრატეგიაში ასახეულ კომპონენტთაგან განსაკუთრებული ყურადღება   უნდა გაამახვილოს განათლების ხარისხის უზრუნველყოფაზე, მოსახლეობის ყველა ფენის დასაქმებასა და რეალური წარმოების განვითარებაზე ქვეყანაში. ამასთან ერთად, სახელმწიფომ, თუკი სურს რეალური ინკლუზიური ზრდა, მნიშვნელოვანია სწორად განსაზღვროს ჯერ სამიზნე ჯგუფები და შემდგომ შეიმუშაოს მოცემულ სამიზნე ჯგუფებზე რეაგირების/გავლენის მომხდენი რეალური პოლიტიკა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერ გვექნება რეალურად ინკლუზიური ზრდისკენ მიმართული პოლიტიკა, თუკი წლიდან წლამდე სახელმწიფოს შესაბამისი უწყებები არ აწარმოებენ სტატისტიკას, თუ საბიუჯეტო სახსრების გონივრული ინვესტირების ან/და სუბსიდირების ფარგლებში განხორციელებული პროექტებით რამდენმა, თუნდაც ღარიბმა მოქალაქემ ისარგებლა და იყო თუ არა ეს აქტივობა მათთვის ეფექტიანი იმგვარად, რომ მოეხდიან მათი რაიმე ფორმით ჩართვა ეკონომიკურ აქტივობებში.  ამ მიმართულებით,  ჩვენი აზრით, გადამწყვეტია საზოგადოების ფართო ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართვველობის საშუალებით, მათი საჭიროებების რეალური კვლევა და ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანობის ადეკვატური შეფასება, სამომავლოდ გამოწვევების იდენტიფიცირებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის პოლიტიკის სრულყოფის უზრუნველსაყოფად.

საკვანძო სიტყვები: ეკონომიკური ზრდა, ინკლუზიური ზრდა.